მენიუ დახურვა

რასაც თქვენ აკეთებთ ქალბატონო “ლიუბა” უტიფრობის, უნამუსობისა და უსირცხვილობის კლასიკაა წერილი ლუბა ელიაშვილს

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელმაც Multimedia.ge-ს წერილი გამოუგზავნა და გამოქვეყნება გვთხოვა, ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილს მიმართავს. მისი თქმით, არის ინფო9-ის და მე-9 არხის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღშფოთებულია ლუბა ელიაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებით და სურს საპასუხო წერილით მიმართოს.

“ბოლო პერიოდია სოციალურ ქსელში მხვდება ქალბატონ ლუბა ელიაშვილის პოსტები და გაოცებისგან სახტად ვარ დარჩენილი, ისეთ საოცრებებს წერს ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილზე, თითქოს მე ვიყავი მისი პარტიის გულმხურვალე პიარშიკი, მისი ფულებით დაარსებული ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი.

ის, რასაც თქვენ აკეთებთ ქალბატონო “ლიუბა” უტიფრობის, უნამუსობის, უსირცხვილობის და შუბლზე ძარღვგაწყვეტილობის კლასიკაა.

ახლა გახდა ბიძინა ივანიშვილი პუტინის აგენტი და ქვეყნის დამაქცევარი?, თურმე ირაკლი ღარიბაშვილზეც აკრეფილი გქონიათ და ესეც ახლა გამოამჟღავნეთ, აბა 2012-ში ამას როგორ იტყოდით, მერე ვინ შეჭამდა იმდენ ფულს, ვინ დაასაქმებდა ოჯახის წევრებს სააგენტოში პროდიუსერად, დას სააგენტოს დირექტორად, თავად კი მეცხრე არხის გენერალურ დირექტორად.

მეც მომიწია ინფო9-ის და შემდეგ მე-9 არხის გუნდში ყოფნა და ვიღაცები თქვენზე ამბობდნენ, ეგ ნაცების არისო, ცოტა დაუჯერებლად ჩანდა, შესაძლოა მაშინ არც იყავით ნაცების, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ნამდვილად მათი გახდით.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დამარცხების სურვილითა და იდეით მოსული ისევ ნაციონალებს დაუბრუნდე და წერდე, რომ გვარამიას ფანი ხარ.

“ინფო9”-ის და “მე-9 არხი”-ს არქივის მაინც არ გრცხვენიათ? კამერებით რომ დასდევდით კედელ-კედელ თუ ჩიხებში, რესტორნებში რომ უგზავნიდით გადამღებ ჯგუფებს და ჩასაფრებულები იყავით, ოღონდ ფაქტზე გამოგეჭირათ და დღეს ამ ადამიანების გვერდით რა ნამუსით დადექით?

მესმის, რომ არ მოგწონდეს და შეგეცვალოს აზრი, მაგრამ იდეალები სულ სხვა რამეა და ის საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ არასდროს არ უნდა დააყენო.

გებრძოლათ დამოუკიდებლად, რაღა მაინცდამაინც იმ პარტიას შეეკარით, ვისაც ებრძოდით და ვინც რეჟიმად მიგაჩნდათ? 

ვის, ვის და თქვენ ნამდვილად არ გეკუთვნით იმ სიტყვების წამოძახება ივანიშვილზე, რასაც ბოლო პერიოდში კადრულობთ, რადგან თქვენსავე იმიჯს ანგრევს და უთავმოყვარეო ადამიანად წარმოგაჩენთ.

თუ ასეთ საშინელებებს ხედავდით, რატომ მაშინვე არ გამოთქვით პროტესტი? ა, მაშინ კომფორტულ პირობებში იყავით და რა გეპროტესტებოდათ ჰო?

ტელევიზიის და სააგენტოს მძღოლები შიშით სიგარეტს ვერ ეწეოდნენ მანქანაში, ლუბამ არ დაგვინახოსო, ბიძინა არ ეწევაო და ამიტომ არ აწევინებს სხვებსაც მანქანაშიო.

სხვა ხმებიც მოდიოდა, თანამშრომლებს გაცილებით მეტი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ ტყდებოდაო, თუმცა ახლა ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, ვამბობ იმას, რასაც წყაროზე ამბობდნენ და ეს წყარო არ იყო ურიგო.

მაშინ არ იყო რუსეთის აგენტი ივანიშვილი, როცა ვიდეოკამერები იჩუქეთ და სახლში დაილაგეთ, მერე აქირავებდით და ფულებს შოულობდით?

ინფო 9 რომ იჩუქეთ, მერე სარფიანად გაყიდეთ, მაშინ არ იყო ივანიშვილი რუსეთის აგენტი? მაშინ არ იქცეოდა ქვეყანა?

თქვენი ქმარი რომ გახდა მაჟორიტარი და ინფო 9-ის სპეცჯგუფები დასდევდნენ გასაპიარებლად, მაშინ არ იყო რუსეთის აგენტი?

არის რაღაცები, რაზეც ხმა არ უნდა ამოიღო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამაში შენც გაქვს ლომის წვლილი, მინიმუმ უხერხულია, მაქსიმუმ თქვენ განსაზღვრეთ…

PS. ამ ეტაპზე ჩემი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ და კვლავ დავაკვირდები პროცესებს, იქნებ და კიდევ მქონდეს სათქმელი.”-ნათქვამია წერილში.

წყარო- multimedia.ge

წყარო: marshalpress.ge

Loading…


მსგავსი სიახლეები