მენიუ დახურვა

თახსირი ზვიად კუპრავა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოოდ იქნა მხილებული ირაკლი ზაქარეიშვილი

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი პატიმრობაში მყოფ ზვიად კუპრავას შესახებ წერს.

თახსირი ზვიად კუპრავა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საბოლოოდ იქნა მხილებული, რითიც წერტილიდ დაესვა მის განგრძობად ტაკიმასხარაობას. პროცესზე ნაჩვენები და გამოკვლეული იქნა ვიდეოთვალის ჩანაწერი, სადაც აშკარად ჩანს რომ ზვად კუპრავა მომეპარა ზურგიდან, თავხედობდა განსაკუთრებულად და ბოლოს დამარტყა.

მას და მის დამცველს ძალიან არ უნდოდათ გამოკვლეულიყო ვიდეოჩანაწერი, შუამდგომლობაც კი დააყენეს ამის თაობაზე, მაგრამ სასამართლომ გამოიკვლია ხსენებული მტკიცებულება და ყველაფერს გაეცა პასუხი კუპრავას სასჯელთან დაკავშირებითაც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რაც გამოიხატება შემდეგში: თუკი ის შეინანებს თავის საქციელს და ბოდიშს მომიხდის ამ შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნეს არასაპატიმრო და მაქსიმალურად ლმობიერი სასჯელი, ხოლო თუკი ის არ შეინანებს და ბოდიშს არ მომიხდის დაენიშნოს მაქსიმალურად მკაცრი საპატიმრო სასჯელი. სულ ეს არის!..- წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები