მენიუ დახურვა

რუსეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

რუსეთის ფედერაციის ქალაქ პერმში თელაველი მამაკაცი გარდაიცვალა. 36 წლის სოსო ციხელიშვილი, გარდაცვლილი, საკუთარ ბინაში ძმამ იპოვა.

მედიასთან კონტაქტზე ოჯახი უარს აცხადებს.

ახლობლების ინფორმაციით, სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

ჯერ ექსპერტიზა უტარდება, მომავალ კვირაში თელავში ჩამოასვენებენ,- განაცხადა პრაიმტაიმთან ოჯახის ნათესავმა.

ციხელიშვილის ოჯახს თელავში მცირე სასტუმრო აქვს, თავად გარდაცვლილი, ძმასთან ერთად, ქალაქ პერმში, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.

წყარო: პრაიმტაიმი

Loading...

მსგავსი სიახლეები