მენიუ დახურვა

ვინ არიან ამ დილით თურქეთში ავარიისას გარდაცვლილი ქართველები – თურქეთში სამკურნალოდ იყვნენ

თურქეთში ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ირკვევა.

როგორც AMBEBI.GE-ისთან საუბარში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ავარიის დროს კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთმა დაშავებულმა კლინიკა უკვე დატოვა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია და რიზეს კლინიკაშია მოთავსებული.

მიქელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურაში არიან გადასვენებულნი და მათ ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, საქართველოში გადმოსვენების პროცედურები დღეს დაიწყება.

“ეს ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან, ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. ავტომობილში, რომელიც ავარიაში მოყვა, ოთხი ადამიანი იჯდა. როგორც ვიცი, დეიდა და დისშვილები. სამწუხაროდ, დეიდა და ერთი დისშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მე როგორც გავიგე, ავტომობილში მსხდომთაგან ერთ-ერთი, თურქეთის კლინიკაში ექიმთან კონსულტაციაზე იმყოფებოდა და ოჯახის წევრებიც თან გაყვნენ. შემთხვევა გვიან ღამით, დაახლოებით სამ საათზე მოხდა, როდესაც ისინი საქართველოში ბრუნდებოდნენ” – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

Loading...

მსგავსი სიახლეები