მენიუ დახურვა

არ ვთვლი პრობლემად იმას, რომ რუსეთის მოქალაქე ხარ რუსები მტრები კი არ არიან მამუკა გამყრელიძე (ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური გაერთიანების წევრი მამუკა გამყრელიძე მოსკოვში გაემგზავრა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ჯანმრთელობას უკავშირდება და ის გულის გეგმური გამოკვლევის ჩატარებისთვის მიდის.

მამუკა გამყრელიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად რუსულ პასპორტსაც ფლობს. რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლასთან დაკავშირებით გამყრელიძემ უპასუხა რომ გააჩნია როგორი სიტუაცია შეიქმნება:

არ ვთვლი პრობლემად იმას, რომ რუსეთის მოქალაქე ხარ. აქ მთავარია შენი მიდგომა როგორია. რუსები მტრები კი არ არიან, კრემლია მტერი. განსხვავება უნდა ვიპოვოთ ამაში. სახელმწიფოებში იცვლება რეჟიმები. იმედი მაქვს, რომ ოდესმე კრემლის რეჟიმი შეიცვლება დემოკრატიული რეჟიმით და ვიმეგობრებთ, განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

წყარო: imedinews.ge

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები