მენიუ დახურვა

პარლამენტის შტურმით აღების გეგმა – ვინ არის სკანდალური კადრების ავტორი, რომელსაც “რუსთავი 2” ებრძვის?

ჟურნალისტ ნათია ბერიძის წინააღმდეგ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა კამპანია წამოიწყო. ეს იმ გოგონაზეა საუბარი, რომელმაც სკანდალური კადრები გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ასახულია თუ როგორ გეგმავდნენ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.

რუსთავი 2- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიციელების ჩვენების გარდა კოკა ყანდიაშვილის თანამშრომლების ჩვენებებიც აქვს. როგორც არხის საინფორმაციო გამოშვება გვამცნობს, ადვოკატ კონდახაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს ეს პერსონა ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ საგამოძიებო უწყებას დაკითხვის თხოვნით თავად მიმართა. მათი ცნობით, ამ სააგენტოს მფლობელი ქართლი ოცნების პრესსამსახურის თანამშრომელი კოკა ყანდიაშვილია. რუსთავი 2 ის ინფორმაციის თანახმად, ყანდიაშვილის სააგენტოს თანამშრომელმა თავად მიმართა პროკურატურას, რომ გამოძიებისთვის საინტერესო მასალა ჰქონდა. მათივე მტკიცებით, სწორედ ყანდიაშვილის ერთ-ერთი ტროლია ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი ვიდეო მტკიცებულების ავტორი.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაცის ფეისბუქის პირად გვერდზე მანჩო გიორგიბიანი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა:

ჩემი მხარდაჭერა და დიდი მადლობა ნათია ბერიძეს! უნიკალური მასალის გადაღებისთვის და ხალხისთვის გაზიარებისთვის ! ვიხილეთ და მოვისმინეთ, რა უნამუსოებიც არიან რევანშისტი ნაცანალები პარლამენტის შტურმს რომ გეგმავდნენ და გაასულელეს ახალგაზრდები

ყველამ ვნახეთ კადრები, რისი გულისთვისაც, გაბოროტებულები ერჩიან და ტროლავენ ნათია ბერიძეს!

ნათია, გმადლობ, საქართველოს უახლესი ისტორიის გადაღებისთვის!”, დაწერა გიორგობიანმა სოციალურ ქსელში.

თავად ნათია ბერიძე კი ასეთ კომენტარს აკეთებს:

“როგორღაც მოვახერხე და შევძვერი იქ, სადაც თათბირობდნენ, გვიან შემამჩნიეს, გამორთეს მიკროფონები, დინამიკები, ყველანაირი აპარატურა რომ ხმა ხალხში არ გაპარვოდათ, გუბაზ სანიკიძე იძახის, რომ საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ უნდა მოუწოდონ ხალხს! საბოტაჟები მოვაწყოთ. ეროვნული დაუმორჩილებლობა, მთავრობის გადადგომა პლიუს იმ კანონის მიღება უნდა გადავიყვანოთ სასწრაფოდ პოლიტიკურში, მობილიზება გავაკეთოთ!” დაწერა ნათია ბერიძემ სოციალურ ქსელში.

(მარშალპრესი)

Loading...

მსგავსი სიახლეები