მენიუ დახურვა

დღევანდელი აქციის მონაწილეები შაბათს მსვლელობას გეგმავენ

შაბათს, 29 ივნისს, „თავისუფლების მარში“ გაიმართება, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა სპიკერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

შოთა დიღმელაშვილის თქმით, მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოეწყობა.

ხვალ  19.00 საათზე ისევ გელით საქართველოს სამსახურში”- ამ სიტყვებით დაასრულეს აქციის მონაწილეებმა დემონსტრაცია პროტესტის მეშვიდე დღეს და 27 ივნისს აქცია. მონაწილეები 27 ივნისს კვლავ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობას მოაწყობენ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ.

დაშლამდე აქციაზე ფერადი კვამლი გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს.

24 ივნისს ქართულმა ოცნებამ შეასრულა აქციის მონაწილეების მოთხოვნა და საზოგადოებას დაპირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს და 2020 წლის არჩევნებს პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩაატარებს. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, ბოლო დღეების მანძილზე, სააპელაციო სასამართლო ყოველდღიურად ათავისუფლებდა აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნა მხოლოდ შს მინისტრის გადადგომაა.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები