მენიუ დახურვა

თქვენ ყოფილხართ კაცი ნანუკა ჟორჟოლიანი ემზარ კვიციანს

პარლამენტის დღევანდელ სესიაზე, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მანამდე ემზარ კვიციანმა დეპუტატებს მოუწოდა მელიას თავდებში დადგომოდნენ. როგორც მან განაცხადა, ნიკა მელია არსად გაქცევას არ აპირებს. ამასთან, კვიციანმა დეპუტატებს მიმართა, დაეშვათ შესაძლებლობა, რომ ნიკა მელიას მიმართ შინა პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

პატრიოტთა ალიანსის წევრის ემზარ კვიციანის დღევანდელი პოზიცია, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე ასე შეაფასა:

Emzar Kviciani თქვენ ყოფილხართ კაცი,   დაწერა ჟორჟოლიანმა კვიციანის მისამართით.

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

ნაციონალური მოძრაობის წევრებიდან დარბაზში გადაწყვეტილებას უსმენდა მხოლოდ თავად ნიკა მელია. ამ პარტიის სხვა დეპუტატები და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები