მენიუ დახურვა

პაატა სალია ნიკა გვარამიას კაბინეტში შესვლაზე უკვე დასტური გჭირდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში მისულ არხის ახალ და ყოფილ გენერალურ დირექტორებს პაატა სალიასა და ნიკა გვარამიას შორის შეკამათება მოხდა.

გვარამიამ სალიას მიმართ საკმაოდ აგრესიული იყო  და არხის ახალ დირექტორს მიმართა, რომ აპირებდა მის კაბინეტში შესვლას, რაზეც არავის დასტური არ სჭირდებოდა, რაზეც სალიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა:   „დასტური გჭირდება უკვე“.

თქვენ სამწუხაროდ ხართ თანამონაწილე ამ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესების.

თქვენ თუ გგონიათ მე აქ გავმაგრდები და შიმშილობას დავიწყებ ძალიან ცდებით. ჩემთვის ის რაც საქართველოს ხელისუფლებამ თქვენი მეშვეობით და თქვენი დამნაშავე მარწმუნებლის მეშვეობით, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ციხეში, გპირდებით, თქვენ იმედია მაქამდე არ მიხვალთ, თქვენ დაეხმარეთ იმას, ვინც გამოგაგდოთ თქვენი სახლიდან აფხაზეთში ეს არ არის პოლიტიკური განცხადებით. ეს არის ჩემი შეფასება.

არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად, ჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით,- მიმართა  გვარამიამ სალიას.

წყარო: marshalpress.ge

Loading...

მსგავსი სიახლეები