მენიუ დახურვა

რა „სისუსტეები“ აქვს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რა არის თქვენი სუსტი მხარე და რაზე ხართ ყველაზე მეტად დამოკიდებული, ამას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გაარკვევთ…

ვერძი: ყავამანი/ჩაიმანი

ზოდიაქოს ეს ნიშანი ყავისა და ჩაის ნამდვილი შთანთქმელია. დაალევინეთ მათ ამ სასმელებიდან რომელიმე და ისინი მსოფლიოს დაიპყრობენ.

კურო: საკვები

კუროები ნამდვილი გურმანები არიან, უყვართ გემრიელად ჭამა და უზომოდ დიდი მადა აქვთ. მათ შეუძლიათ ჭამით სიამოვნების მიღება და თუ გემრიელად ჭამა მოგინდებათ, დაურეკეთ კუროს, ის ნამდვილად გირჩევთ რაიმე გემრიელს.

ტყუპები: სიგარეტი

ტყუპები ხვდებიან, რომ სიგარეტი მავნებელია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ისინი ეწევიან ყველგან: მანქანაში, სახლში, მატარებელში… ეს მათთვის აუცილებელია.

კირჩხიბი: ტკივილგამაყუჩებლები

კიჩხიბები ფიზიკურად ძალიან მგრძნობიარეები არიან, ამიტომაც მუდმივად ტკივილს იყუჩებენ, მნიშვნელობა არ აქვს მხარია ეს, ფეხი თუ თავი.

ლომი: საყიდლებზე სიარული

ცნობილი ფაქტია, რომ ლომებს ძალიან უყვართ საყიდლებზე სიარული და ისინი შოპაჰოლიკები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია, ყველგან და ყოველთვის მთელი 100%-ით გამოიყურებოდნენ. ამიტომაც ისინი უკანასკნელ კაპიკებს დახარჯავენ იმისთვის, რომ გასაოცრად შთამბეჭდავები იყვნენ.

ქალწული: არასტაბილური ურთიერთობა

ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან დიდი გული აქვს, ამიტომ მათ უყვართ გულწრფელად და ნამდვილად. ქალწულებს იმ ურთიერთობის შენარჩუნებაც კი შეუძლიათ, რომელმაც უკვე ამოწურა თავისი თავი. დაგვეთანხმებით, ეს ძალიან მძიმეა.

სასწორი: ინტერნეტი

ამ ნიშანს ერთი დღეც კი ვერ წარმოუდგენია ინტერნეტის გარეშე! მათ ტელეფონი ხელში უჭირავთ 24/7-ის განმავლობაში და თუ მოულოდნელად ინტერნეტი ითიშება, ეს მათთვის პირადი ტრაგედიაა.

მორიელი: სიახლოვე

მორიელებს სჭირდებათ სიახლოვე პარტნიორთან, რომელიც აბსოლუტურად ყველა ასპექტში სრულიად დააკმაყოფილებთ. ამ ნიშანში მხოლოდ ვნებაა, ისინი უზომოდ ენერგიულები არიან ამ საკითხში.

მშვილდოსანი: თავგადასავალი

ამ ნიშანს სიგიჟემდე უყვარს თავგადასავლები და აზარტი. პურით მას ვერ გამოკვებავ, ის აუცილებლად რაღაც სახიფათოსა და შთამბეჭდავში უნდა გაეხვიოს.

თხის რქა: სამსახური

თხის რქები უზომოდ შრომისმოყვარენი არიან და არანაირად ზარმაცები. როცა ისინი თავიანთი საქმით არიან გატაცებული, მათ ვერაფერი გააჩერებთ. ძირითადად სამუშაოს ძალიან ხარისხიანად ასრულებენ.

მერწყული: თამაშები/წიგნები

მერწყულს უყვარს ფანტაზიორობა და ოცნება. ამიტომაც მას ხშირად დაინახავთ წიგნით თუ ვიდეოთამაშით ხელში. ესეც ხომ დამოკიდებულებაა.

თევზები: რომანტიკა

ეს ნიშანი ძალიან მგრძნობიარე და რომანტიკულია. ის ძალიან ღრმა გრძნობებს განიცდის საყვარელი ადამიანის მიმართ და ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაუგონ.

Loading...

მსგავსი სიახლეები