მენიუ დახურვა

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ – წარმატების შანსი ძალიან მაღალია. ბედი შემოქმედებითი პროფესიის ვერძებს გაუღიმებს. მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება საქმის მიმდინარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი ან ძველ მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრა. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში პირადი ცხოვრების პრობლემებს მოაგვარებთ.

კურო

ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და კომპრომისზე ნუ წახვალთ – მოვლენები თვითდინებაზე მიუშვით და ბედი თქვენს ნაცვლად გადაწყვეტს ყველაფერს. ერიდეთ ცხოველური წარმოშობის საკვებს და წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ.

ტყუპები

მძიმე და საშიში დღეა, ამიტომ ეცადეთ, ყველანაირი კონტაქტი გამორიცხოთ. ახლობელ ადამიანთან პრობლემები გელით. საქმე შესაძლოა, ურთიერთობების სრულ გაწყვეტამდე მივიდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ერიდეთ ცხოველური წარმოშობის საკვებს და წვრილმანებზე ნერვიულობას.

კირჩხიბი

არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ერიდეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, თუ საქმე ფულს ეხება. გამორიცხული არ არის საკუთარი თავითა და გარშემომყოფი ადამიანებით უკმაყოფილება.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყების, მოგზაურობისა და კარიერული წინსვლისთვის. შეგიძლიათ, გეგმების განხორციელებას შეუდგეთ – წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია. ეცადეთ, ფული გონივრულად და ეკონომიურად ხარჯოთ. მნიშვნელოვანი ნაცნობობა ან მოვლენათა მოულოდნელი განვითარება საქმის განვითარებაზე ხელსაყრელად აისახება.

ქალწული

თქვენი მოთმინებისა და შრომისმოყვარეობის გამო უფროსობის კეთილგანწყობას და პარტნიორების მფარველობას დაიმსახურებთ. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეუდგეთ – წარმატების შანსი საკმაოდ მაღალია. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროთ. თავი შეიკავეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლის გაცნობისგან.

სასწორი

კრიტიკული დღეა, რომელიც ტყუილებსა და ცრუ დაპირებებს უკავშირდება. ახალი, რომანტიკული გატაცება გელით, რომელიც წყენითა და ცრემლებით დასრულდება.

მორიელი

ეს დღე ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვისა და აქტიური საქმიანობისთვის. მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობების მოგვარებას შეძლებთ. გირჩევთ, სახლსა და ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება დაუთმოთ და მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთოთ.

მშვილდოსანი

მძიმე და საშიში დღეა. საყვარელ ადამიანთან კამათი შეიძლება ურთიერთობის სრული გაწყვეტით დასრულდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას – მოსალოდნელია პრობლემები. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და წვრილმანებზე ნუ მოცდებით.

თხის რქა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას მეტი ყურადღება დაუთმოთ. პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შეიძლება ხასიათის გაფუჭება და ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ერიდეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან შეხვედრას. გაითვალისწინეთ, რომ ვენერას რეგრესიულმა მოძრაობამ შეიძლება კამათი და სკანდალი გამოიწვიოს.

მერწყული

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს. ფინანსურ სფეროში წარმატება გელით, თუმცა გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა შეიძლება შემოსავლის დიდი ნაწილი შეიწიროს. სასიყვარულო საქმეებში მარცხი გელით. ხანდაზმულ ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

თევზები

ამ დღეს თევზების სექსუალური პოტენციალი და მომხიბვლელობა იზრდება. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ემოციებით კი არა, ცივი გონებით მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნეგატიურ შედეგებს ვერ აირიდებთ. დღის მეორე ნახევარში არასასიამოვნო შეტყობინება გელით, რომელიც მთელი დღის შთაბეჭდილებას გაგიფუჭებთ.

 

Loading...

მსგავსი სიახლეები