მენიუ დახურვა

მიკროავტობუსის მძღოლს სიგარეტის მოწევისთვის 1 თვით ტრანსპორტის მართვის უფლება შეუჩერდა

მიკროავტობუსი

თბილისში 42 ნომერი ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსში სიგარეტს ეწეოდა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვით შეუჩერდა. მძღოლის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში კვირას ერთ-ერთმა გვერდმა გაავრცელა.

როგორც ‘თბილისის მოკროავტობუსის’ განცხადებაში წერია, ამ მძღოლს განმეორებით შემთხვევაზე კომპანია კონტრაქტს გაუწყვეტს.

‘მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს, კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყოვნებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით, მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, მსგავსი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის ცხელ ხაზზე დაფიქსირებას, ხოლო თავის მხრივ „თბილისის მიკროავტობუსის” მენეჯმენტი აფიქსირებს საკუთარ კატეგორიულად მიუღებელ პოზიციას მსგავსი შემთხვევების მიმართ’, – წერია თბილისსი მირკოავტობუსის განცხადებაში.

 

 

 

2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა დახურულ შენობებში, მათ შორის ელ. სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ჩილიმის (მინიმალური გამონაკლისებით).

2018 წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა სავაჭრო ობიექტის გარე სივრცეში თამბაქოს ნაწარმის გამოდება. თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამების დატანის გარეშე რეალიზაცია.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები