მენიუ დახურვა

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს 5 როლი, რომლებსაც ვერასოდეს დაივიწყებთ

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ყოველთვის ჯეიმი ლანისტერად დარჩება, თუმცა მას აქვს სხვა როლებიც, რომლებშიც არანაკლებ გაიბრწყინა.

1. „ბანდის მეთაური“

Shot Caller, 2017

ჩვეულებრივი ბირჟავიკი, ჯეიკობი, ავარიის შედეგად, რომელმაც მგზავრის სიცოცხლე შეიწირა, ციხეში ხვდება. გისოსებსმიღმა ისეთი მოვლენები ვითარდება, რომ ის იძულებულია, ბანდიტად და ნაცისტად შეინიღბოს, რათა გადარჩეს. განთავისუფლების შემდეგ კი შეუძლებელი აღმოჩნდება ამ როლიდან და ციხის მეგობრებისგან განთავისუფლება. ნორმალური ცხოვრებისკენ გზა ძალიან რთულია.

2. „დედა“

Mama, 2013

ამ საშინელებათა ფილმში ორ გოგონაზე, რომელთა დედაც პარალელური სამყაროდანაა, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ ტყუპ ძმებს ასახიერებს, რომელთაგან ერთი გოგონების მამაა, მეორე კი – ბიძა.

3. „სხვა ქალი“

The Other Woman, 2014

კომედიაში იმის შესახებ, როგორ ერთიანდებიან კონკურენტი ქალები, რათა დასაჯონ ლოველასი, მატყუარა და პლაგიატორი, მსახიობი სწორედ ამ „იდეალური მამაკაცის“ როლს თამაშობს.

4. „ეგვიპტის ღმერთები“

Gods of Egypt, 2016

სპეცეფექტებით სავსე ამ ფილმში ეგვიპტის ღმერთებს შორის ნიკოლაი ცალთვალა ზეციურ ღმერთს, ოსირისის შვილს განასახიერებს.

5. „შავი ქორის დაცემა“

Black Hawk Down, 2001

რიდლი სკოტის ამ საომარ დრამაში ნიკოლაის პატარა როლი აქვს, მაგრამ, დაგვეთანხმებით, ასეთ ფილმებში პატარა როლები არ არსებობს. ის თამაშობს მასტერ-სერჟანტის გარი გორდონის როლს, სრულიად რეალური ადამიანისა, რომელიც მოგადიშოსთან ბრძოლაში დაიღუპა და სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა – აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი.

Loading...

მსგავსი სიახლეები