მენიუ დახურვა

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. ერიდეთ აქტიურ მოქმედებებს, რჩევების მიცემასა და მიღებას. მოსალოდნელია შეცდომები სწავლასა და მუშაობაში. განსაკუთრებული სიფრთხილე მომსახურების სფეროს თანამშრომლებს მართებთ. წარმატებამ შეიძლება ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიხარულო ამბავი ან მომგებიანი წინადადება, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

კურო

პირად საქმეებში წარმატება გელით, თუმცა მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები. სავარაუდოდ, სიტუაციას არასწორად აფასებთ. ნუ ეცდებით საკუთარი პოზიციის სიმართლის დამტკიცებას. გირჩევთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ. განსაკუთრებით ერიდეთ სიგარეტსა და სპირტიან სასმელებს.

ტყუპები

არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია, რამაც შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც ორგანიზმს ზიანს მიაყენებს. განსაკუთრებით ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებასა და მჭრელ საგნებს. პირადი ცხოვრების მიმართულებით ყველაფერი რიგზეა, თუმცა მატერიალური პრობლემების გადაჭრა გიჭირთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა თვითგვემამ და პარტნიორთან მიმართებით ილუზიებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

კირჩხიბი

ოჯახური საქმეები შესანიშნავად მიდის, თუმცა მატერიალური საკითხების მოგვარება გაგიჭირდებათ. ცდილობთ საკუთარ მოქმედებას შინაგანი გამართლება მოუძებნოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი დახმარება სჭირდებათ.

ლომი

საოჯახო საქმეები სწრაფად მოგვარებას საჭიროებს. მეგობრებთან შეხვედრა დაღლილობითა და გაუგებრობებით დასრულდება. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ნათესავებთან ან ბავშვებთან პრობლემები. კარგი იქნება, თუ საღამოს ოჯახთან ერთად, ბუნებაში გაატარებთ. რომანტიკული შეხვედრა ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა შვებასა და სიხარულს მოგგვრით.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ჩანაფიქრის განხორციელებაში ვარსკვლავები დაგეხმარებიან. სასიხარულო ცნობა ან ხელსაყრელი წინადადება სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა მეუღლის ან მეგობრისგან საჩუქარი მიიღონ. ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია, უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი.

სასწორი

ტყუილებისა და ილუზიების დღეა, განსაკუთრებით შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის. მოსალოდნელია მაცდური წინადადება ან ფინანსური შემოსავალი, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროულად მიღება გიჭირთ. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, მხოლოდ ასე შეძლებთ წარმატების მიღწევას. ეცადეთ, ემოციები შეიკავოთ.

მორიელი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. ახლა მთავარია, პრობლემებზე მოახდინოთ კონცენტრაცია, საქმის არსს ჩასწვდეთ და ჩანაფიქრი განახორციელოთ. ეს თუ შეძელით, დღის მეორე ნახევარში მატერიალური წარმატება გელით.

მშვილდოსანი

შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშისთვის, სპორტისა და აქტიური დასვენებისთვის, მშენებლობისა და რემონტისთვის. ხელსაყრელია კომერციული საქმიანობა. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანის გაცნობა, რომელიც რაღაც დროით გაგიტაცებთ.

თხის რქა

სასიხარულო სიახლე ან მოგებიანი წინადადება მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებმა ქმრისგან ან ახლო მეგობრისგან საჩუქარი მიიღონ. სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. ნუ გაუშვებთ ინიციატივას ხელიდან.

მერწყული

ეს დღე სულიერ წონასწორობას განასახიერებს. პარტნიორებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში იდილიურ გარემოს შექმნის. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და მსუბუქი დეპრესია.

თევზები

გრძნობათა უჩვეულო  სიმძაფრე გელით. გირჩევთ, საოჯახო საქმეები გვერდით გადადოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ. თუ ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ, ეს დღე ამისთვის შესაფერისია, თუმცა შედეგებს მოგვიანებით უნდა ელოდოთ. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ბავშვების ან ცხოველების გარემოცვაში გაატაროთ. 

Loading...

მსგავსი სიახლეები