მენიუ დახურვა

ცოცხალი ვარ, არ მომკვდარვარ! – გარდაცვლილად გამოცხადებული ქართველი გოგო

გარდაცვლილად გამოცხადებული ახალგაზრდა ქალი თამუნა ბაზერაშვილი საბედნიეროდ ცოცხალი აღმოჩნდა.

მოტივი არ ვიცი, რატომ დაწერა ვინმე ნოე ჯიბლაძემ ჩემს შესახებ რომ გარდავიცვალე. რა მიზნით, ამომირჩიეს მაინცდამაინც მე, არ ვიცი, ეჭვიც კი არავისზე მაქვს. მეგობარმა გამომიგზავნა ჯიბლაძის პოსტის ფოტო. ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა.

ბევრი მცდელობის მიუხედავად, ნოე ჯიბლაძე, რომელმაც ჩემს გარდაცვალებაზე დაწერა, სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

ამის შემდეგ, ემიგრანტების დახურულ ჯგუფში დავწერე, რომ კარგად ვარ და ცოცხალი ვარ. იგივე სოციალურ ქსელში ჩემს კედელზე დავწერე.

ახლა ველოდები დამნაშავის დაკავებას. იმედი მაქვს, დაზარალებული ემიგრანტები დროულად მიმართავენ პოლიციას და ჩვენ ორივე მხარე დავადგენთ ვინ არის ის თაღლითი, რომელმაც ჩემი გარდაცვალებისთვის ხალხს ფული გადაარიცხინა – აცხადებს თამუნა ბაზერაშვილი.

პრაიმტაიმი ემიგრანტს დაუკავშირდა და თამუნა ბაზერაშვილი საზოგადოებას ასე მიმართავს:

გამარჯობა, მივესალმები ყველა ქართველს, ყველა ემიგრანტს. მინდა გითხრათ პოსტის შესახებ, მე არ მომკვდარვარ, ცოცხალი ვარ და კარგად ვარ. აქედან გამომდინარე, თანხის ჩარიცხვა საჭირო არაა – აცხადებს ბაზერაშვილი.

Loading...

მსგავსი სიახლეები