მენიუ დახურვა

10 ფილმი, რომელთა ყურებისას აუცილებლად „დაგცხებათ“

წელს უჩვეულოდ გრილი ზაფხული დაგვიდგა – ან წვიმს, ან ქარია და ლამისაა ჩამოთოვოს კიდეც… ჰოდა, ეს ფილმები ნამდვილად გაგრძნობინებთ პაპანაქებას – სულშიც კი! 

1. „ზაფხულის ღამე ბარსელონაში“

BARCELONA SUMMER NIGHT, 2013

ქვეყანა: ესპანეთი

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: დანი დე ლა ორდენი

მსახიობები: ფრანჩესკ კოლომერი, ჟან კორნეტი, ჯოან დაუზა

ზაფხულის თბილო ღამეებო, როგორ გვენატრებით. სიყვარულის ეს ექვსი ისტორია სწორედაც რომ ღამე ხდება, როცა ბარსელონას კომეტა გადაფარავს.

2. „დანიშნულების ადგილი: ქორწილი“

DESTINATION WEDDING, 2018

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: ვიქტორ ლევინი

მსახიობები: კიანუ რივზი, ვაინონა რაიდერი, დიჯეი დალენბახი

კიანუ რივზი და ვაინონა რაიდერი ერთმანეთს ამწარებენ კალიფორნიის მწველი მზის ქვეშ. ეს 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა.

3. „კონ-ტიკი“

KON-TIKI, 2012

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, დანია, ნორვეგია

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: იოაჰიმ რენინგი, ესპან სანდბერგი

მსახიობები: ფერ სვერე ველჰეიმ ჰეგენი, ანდერს ბაასმო კრისტიანსენი, ტობიას ზანტელმანი

ეს უბრალოდ ზაფხული კი არა, მთელი თბილი ოკეანეა, რომელიც 1947 წელს ნორვეგიელმა ანთროპოლოგმა ტურ ჰერდალმა გადასერა.

4. „სიყვარულის კუნძული“

LOVE WRECKED

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: რენდალ კლაიზერი

მსახიობები: ამანდა ბაინსი, კრის კარმაკი, ჯონათან ბენეტი

18 წლის ჯენი ტროპიკულ კუნძულზე მუშაობს… მგონი, ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ეს კომედიური მელოდრამა ნახოთ.

5. „ჰოლოგრამა მეფისთვის“

A HOLOGRAM FOR THE KING, 2016

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: ტომ ტიკვერი

მსახიობები: ტომ ჰენკსი, სარიტა ჩოუდრი, სიდსე ბებეტ კნუდსე

ალან კლეინსი, რომლის ცხოვრებაც სწრაფი ტემპით ინგრევა, საუდის არაბეთში მიემგზავრება შეთანხმების დასადებად. იქ კი ისე ცხელა, რომ ეკრანსმიღმაც იგრძნობთ.

6. „უხერხული მომენტი“

UN MOMENT D’éGAREMENT, 2015

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: ჟან-ფრანსუა რიშე

მსახიობები: ვენსან კასელი, ფრანსუა კლოზე, ლე ლანი

რივეირას მზიური პლაჟები სიყვარულისთვისაა შექმნილი, რომლის წინაშეც ყველანაირი ასაკის ადამიანი უძლურია. ამ ფილმს კიდევ უფრო მეტ გრადუსს ვენსან კასელიც უმატებს.

7. „თურქული დამწყებთათვის“

TURKISH FOR BEGINNERS, 2012

ქვეყანა: გერმანია

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: ბირა დაგტეკინი

მსახიობები: იოზეფინა როისი, ელიას ემბარეკი, ანა შტილბი

ეს გერმანული კომედია მაჩოზე და ლურჯ ჩულქებზეა, რომლებიც გარემოებებიდან გამომდინარე დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, ჩვენ კი ამინდებით ვტკბებით.

8. „ნებისმიერ ფასად“

HELL OR HIGH WATER, 2016

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: დევიდ მაკკენზი

მსახიობები: ჯეფრი ბრიჯესი, კრის პაინი, ბენ ფოსტერი

ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა ორმა ძმამ იდეალური ძარცვების მთელი სერია დაგეგმა: მხოლოდ წვრილი კუპიურები და მხოლოდ ერთი ბანკის პატარა ფილიალები. მოქმედებები ტეხასში ვითარდება, იქ კი ძალიან ცხელა.

9. „სამს პლუს ორი“

Три плюс два, 1963

ქვეყანა: სსრკ

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: გენრიხ ოგანესიანი

მსახიობები: ნატალია კუსტინსკაია, ნატალია ფატეევა, ანდრეი მირონოვი

საბჭოთა საზაფხულო კინოს კლასიკა. სამი უცოლო მეგობარი, რომლებიც „ველურად“ ისვენებენ, და ორი გოგონა, რომლებიც იქვე ატარებენ შვებულებას. სქესთა შორის დაპირისპირება და კონკურენცია მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად.

10. „უდაბნოს თეთრი მზე“

Белое солнце пустыни, 1969

ქვეყანა: სსრკ

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: ვლადიმირ მოტილი

მსახიობები: ანატოლი კუზნეცოვი, სპარტაკ მიშულინი, კახი კავსაძე

ეს ფილმი ფილმი კი არა, საათნახევრიანი მზის თერაპიაა.

Loading...

მსგავსი სიახლეები