მენიუ დახურვა

ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა

დაჭრა

ბათუმში, ბონის დასახლებაში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით კისრის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ კაცი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი 11 პრიმა 117 მუხლით წაუყენეს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები