მენიუ დახურვა

ადრე იყო მუქარა „გაჩერდი, თორემ სტრასბურგში გიჩივლებ, ახლა „სასამართლოში გიჩივლებ-წულუკიანი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდა.

„სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მცირე ოდენობა მიმართავს. თუ თქვენ გახსოვთ ძველი დრო, იმ დროს იყო ხოლმე ასეთი მუქარა: „გაჩერდი, თორემ სტრასბურგის სასამართლოში გიჩივლებ. დღეს მუქარა ასეთია „გაჩერდი, თორემ სასამართლოში გიჩივლებ. ანუ, ქართულ სასამართლოს დღეს უფრო მეტად ენდობიან. წინა წელს სტრასბურგში მხოლოდ 99 განცხადება იყო გაგზავნილი, როცა ადრე 400-500-მდე იყო,“ განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები