მენიუ დახურვა

ზაზა ფაჩულიამ კარიერის დასრულება დაადასტურა

ზაზა ფაჩულია

ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში განცხადებით დაადასტურა

„16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი.

ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია – თქვენი სიყვარული.

მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი იმ თანადგომის, რომელსაც სულ ვგრძნობდი, დიდი მანძილის მიუხედავად.

არ განვიცდი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა…

მადლობა“, – წერს ზაზა ფაჩულია.

„გოლდენ სტეიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზაზა ფაჩულია გუნდში დაბრუნდა და ახალ პოზიციაზე იმუშავებს. კერძოდ, ქართველი „გოლდენ სტეიტს“ ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში დაეხმარება.

ზაზა ფაჩულია ერთადერთი ქართველი კალათბურთელია, რომელმაც NBA-ს მოგება შეძლო. ზაზამ ჩემპიონობა 2017 და 2018 წლებში „გოლდენ სტეიტთან“ ერთად 2-ჯერ იზეიმა. ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციში 2003 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა.

ზაზა NBA-ში სხვადასხვა დროს „ორლანდოს“, „მილუოკის“, „დალასისა“, „დეტროიტისა“ და „გოლდენ სტეიტის“ ღირსებას იცავდა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები