მენიუ დახურვა

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მძიმე და სახიფათო დღეა. ყველა მხრიდან პრობლემები გახვევიათ. ამ დღეს მივლინებაში ან მოგზაურობაში წასვლისგან თავი შეიკავეთ, რადგან სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას, ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. უსიამოვნებების მიუხედავად, ხშირად გაიღიმეთ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო განცდებისთვის მეტი ადგილი დარჩება. ეცადეთ, ეს დღე სახლში, სიმშვიდეში გაატაროთ: წაიკითხეთ წიგნები, მოუსმინეთ მუსიკას და ბავშვებთან ურთიერთობით დატკბით.

კურო

მძიმე დღეა, რომელსაც პროფესიულ საქმიანობაში უამრავი შეცდომა ახლავს. ახალ იდეებსა და წინადადებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. მოსალოდნელია ტყუილი ან მცდარი ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თუ მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნება გაქვთ, მძიმე საკვებისგან თავის შეკავება ჯობს.

ტყუპები

ამ დღეს კომერციულ ოპერაციებში მცირეოდენი მოგება გელით. სავარაუდოდ, თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გადაიშლება. გამორიცხული არ არის, რომ მაცდური შეთავაზება მიიღოთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. დღის მეორე ნახევარში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.

კირჩხიბი

თუ პრობლემებს დამოუკიდებლად თავს ვერ ართმევთ, დახმარებისთვის ფსიქოლოგს ან ერთგულ მეგობარს უნდა მიმართოთ, რომელსაც თქვენი მომავალი აწუხებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელიდან გაუშვებთ ბრწყინვალე შესაძლებლობას, რომ ოჯახსა და სამსახურში შერყეული პოზიციები გაიმტკიცოთ.

ლომი

კრიტიკული დღეა. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომები, ხოლო ოჯახში გაუგებრობები გელით. ახლობელ ადამიანთან ეჭვიანობის ნიადაგზე უთანხმოება გელით. ერიდეთ მგზავრობას, სარისკო მოქმედებებსა და მძიმე, ფიზიკურ შრომას. ამ დღეს სასურველი არ არის კომერციული გარიგებები და ძვირად ღირებული ნივთების შეძენა – უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე იშოვით.

ქალწული

მძიმე დღეა, რომელსაც პროფესიულ საქმიანობაში შეცდომები და პირად ურთიერთობებში გაუგებრობები ახლავს. გაითვალისწინეთ, რომ ახალ იდეებსა და კომერციულ წინადადებებს შეიძლება ფინანსური ზარალი მოჰყვეს. სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულებმა საკუთარ ვალდებულებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ – მოსალოდნელია ტყუილი ან უზუსტობა. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

სასწორი

ამ დღეს მოსალოდნელია წარმატებული კომერციული მოღვაწეობა და სასიამოვნო სიახლე, რომელმაც შეიძლება მთლიანად შეცვალოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები, რაც პარტნიორთან უთანხმოებას უკავშირდება.

მორიელი

ეს დღე სიმშვიდესა და სულიერ ჰარმონიას გპირდებათ. ხელსაყრელი დროა ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. შენაძენი წარმატებული იქნება. ამ დღეს თავს მდგომარეობის ბატონ-პატრონად გრძნობთ. დასრულდა დრო, როცა გეჩვენებოდათ, რომ ყველა თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს პროფესიულ საქმიანობაში შეცდომები და უზუსტობებია მოსალოდნელი. ახალ იდეებსა და წინადადებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებია გამორიცხული, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხსა და რაოდენობას.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, სწავლისა და ახალი საქმის დაწყებისთვის. ერიდეთ უსარგებლო საუბრებსა და დოკუმენტებთან მუშაობას. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. თავი შეიკავეთ ცხიმიანი საკვების მიღებისგან და უპირატესობა რძის პროდუქტებს მიანიჭეთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კონტაქტებისა და მეგობრული კავშირებისთვის. გირჩევთ, მეგობრებთან ერთად დაიწყოთ მუშაობა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც პოლიტიკას, ბიზნესს ან ხელოვნებას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ამ გეგმების განხორციელებას უმოკლეს დროში და მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ.

თევზები

შედეგების შეჯამების დროა. ეცადეთ, საკუთარი მოქმედებები უფრო კრიტიკულად შეაფასოთ, რაც საშუალებას მოგცემთ. საკუთარი ნაკლი და ღირსებები კარგად დაინახოთ. მოგიწევთ, ოჯახთან ერთად დაგეგმილი დასვენება მომავალი კვირისთვის გადაიტანოთ.

Loading...

მსგავსი სიახლეები