მენიუ დახურვა

ჰაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა

ჰაბიბ ნურმაგომედოვი დასტინ პორიე

შერეული საბრძოლო ხელოვნების (ММА) რუსმა მებრძოლმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) 70,3 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

აბუ-დაბიში გამართულ ორთაბრძოლაში ნურმაგომედოვმა ამერიკელი დასტინ პორიე მესამე რაუნდში დაამარცხა.

70,3 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტული ნურმაგომედოვმა 2018 წლის აპრილში მოიპოვა, როდესაც ამერიკელი ელ იაკვინტა დაამარცხა. 2018 წლის აპრილში მან ჩემპიონის ტიტული ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან ბრძოლაში დაიცვა.

30 წლის ნურმაგომედოვის ანგარიშზე ახლა 28 ჩატარებულ ბრძოლაში 28 გამარჯვებაა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები