მენიუ დახურვა

იცით, რომ საუთოო მაგიდაზე ფოლგა უნდა დააფინოთ?

დღეს რისთვის აღარ იყენებენ ალუმინის ფოლგას: ჰაერღუმელში პროდუქტის გამოსაცხობად, ქვაბისა თუ უთოს ძირის გასაწმენდად, ვერცხლის დანა-ჩანგლის შესანახად… თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ფოლგით უთოობის გამარტივებაც შეიძლება.

ტანსაცმლისა თუ თეთრეულის უთოობისას უთოსა სიმხურვალის დიდ ნაწილს საუთოო დაფა „შთანთქავს“, ფოლგა კი საუკეთესო თბოგადამცემია. შედეგად, თქვენი თეთრეული ერთდროულად ორივე მხრიდან დაუთოვდება და ქვემოთ მოქცეული მონაკვეთის დასაუთოვებლად გადმობრუნება აღარ დაგჭირდებათ.

სხვათა შორის, ფოლგის დახმარებით ძალიან მარტივად დააუთოებთ ნაზ ქსოვილებსაც, ისეთებს, როგორიცაა შიფორნი და აბრეშუმი. ამისთვის სამოსს მოახვიეთ ფოლგა, შემდეგ გადაიყვანეთ უთო ორთქლის რეჟიმზე და, დაახლოებით, 5 სმ დაშორებით გადაატარეთ უთო ფოლგაში გახვეულ სამოსზე.

ახლა კი მოკლე ინსტრუქცია, თუ როგორ გადააკრათ საუთოო მაგიდას ფოლგა:

1. საუთოო მაგიდას მოხსენით გადასაფარებელი;

2. შემდეგ დააფინეთ ფოლგა მაგიდის კარკასზე;

3. და ისევ ჩამოაცვით გადასაფარებელი.

სულ ეს არის. ასეთი მარტივი საშუალება ნერვებსაც დაგიზოგავთ და დროსაც.

 

Loading...

მსგავსი სიახლეები