მენიუ დახურვა

ისინი მაღალი ხელფასის გამო უპირისპირდებოდნენ ივანიშვილს – რას წერენ რუსთავი 2-ში დარჩენილებზე

სტრატეგიული და პოლიტიკური კვლევების ცენტრის დამფუძნებელი დავით მღებრიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

“გუშინ ნიკა გვარამიამ აბსოლუტურად სწორად შენიშნა რ2-ში დარჩენილ მის ყოფილ თანამებრძოლებზე, რომ 7 წლის განმავლობაში, ისინი როგორც დაქირავებული მებრძოლები, მაღალი ხელფასის გამო უპირისპირდებოდნენ ივანიშვილსო. დიახ, ეს ასეა.

შუა და გვიან შუასაუკუნეებში, სწორედ დაქირავებული მებრძოლები იყვნენ ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი და ეფექტური დანაყოფი. ამიტომაც ყოველთვის მაღალი იყო მოთხოვნაც მათზე.

უბრალოდ მათ ერთი თვისებაც ჰქონდათ, საბრძოლო ხელოვნების ოსტატურად ფლობასთან ერთად, ხელის შებრუნებაც იცოდნენ ძველ პატრონზე, როგორც კი ახალი (თუნდაც იმ წუთას მტერი) უფრო მაღალ ხელფასს შესთავაზებდა.

ასეთია დაქირავებული მებრძოლის წესი. როქის სპა ერქვათ მათ ოდითგან ქართულად”.

Loading...

მსგავსი სიახლეები