მენიუ დახურვა

მართლაც საცოდაობაა, ინაშვილი გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს მეთიუ ბრაიზა

მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება (ირმა ინაშვილი) გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები NATO-სთან. ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა თუ როგორ აფასებს ინაშვილის დღევანდელ საქციელს.

ცნობისთვის, პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ამის შემდეგ სიტუაცია შენობის გარეთ დაიძაბა. „ობიექტივის“ ჟურნალისტმა რასმუსენის განცხადებები გააკრიტიკა და ამის შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდა.

ვითარების გასამუხტავად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები