მენიუ დახურვა

„სხვა ნანუკა იქნება, რაა…“ – რა თოქ-შოუს იწყებს ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს

ნანუკა ჟორჟოლიანი იმიჯს იცვლის. ამიერიდან ახალ გადაცემაში სულ სხვა იმიჯით ვიხილავთ. ეს იქნება სოციალური თოქშოუ, სადაც პრობლემის მქონე ნებისმიერ მოკვდავ” ადამიანს ვიხილავთ. წამყვანი იქნება კლასიკური იმიჯით და ჟანრიდან გამომდინარე – სერიოზული.

სხვა ნანუკა” ასე ჰქვია თოქშოუს, რომელსაც ტელეწამყვანი დღეს იწყებს. გადაცემა კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით გავა. პრაიმტაიმთან” საუბრისას ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ პირველი გადაცემა იქნება საპრეზენტაციო და განსხვავებული.

ნანუკა ჟორჟოლიანი: – პირდაპირ ასეთი ფორმატის გადაცემა არ არსებობს. რეპორტიორი, კორესპონდენტი და წამყვანი ნანუკა – ყველა იქნება ერთად. ეს იქნება გადაცემა ადამიანებზე. ჩემი ჟანრი არ არის პოლიტიკოსების ჩხუბი პოლიტიკაზე. ვეცდები დიდი ხნის მანძილზე გადაცემა მივუძღვნა არაცნობილ ადამიანებს, ანუ მათ, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ სტუდიებამდე, ეთერებამდე. რა თემასაც ათი წელი ვუთმობდი დროს, ის აღარ მექნება. თუ ადამიანს ქმართან აქვს პრობლემა, ჩემთან ვერ მოხვდება, მაგრამ მოხვდება ის, ვისაც სოციალური პრობლემა აქვს. კიდევ გადაცემაში მაყურებელი ნახავს გადაცემის მომზადების პროცესსაც. მხოლოდ გამზადებულს არ ნახავს. მიქსი იქნება, იმედია, გამოგვივა.

– ნანუკა, თქვი, რომ ადამიანებს დაეხმარები არჩევანის გაკეთებაში – დასავლეთი თუ რუსეთი? და ამას რა ფორმით გააკეთებ?

– ვაჩვენებ რუსეთის ბნელ მხარეებს და ვაჩვენებ, დასავლეთი რატომ არის ჩვენთვის მიმზიდველი.

– იმიჯი?

– კლასიკური. სხვა ნანუკა იქნება, რაა…

წყარო: პრაიმტაიმი

Loading...

მსგავსი სიახლეები