მენიუ დახურვა

ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია პირველს უპირისპირდება რას პასუხობს ინგა გრიგოლია?!

გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა საპატიმროში იმყოფება ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია პირველს უპირისპირდება.

ტვ პირველი!!!

ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ, თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში ( ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ?!   წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ოქრუაშვილის კრიტიკულ პოსტს  მალევე გამოეხმაურა  ტელეკომპანია პირველის საზოგადოებრივი თოქ-შოუს წამყვანი ინგა გრიგოლია:

ირაკლი, ალბათ გადმოგცემენ ამ კომენტარებს და დავწერ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, დაპატიმრებულ ადამიანს ვეკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე, ცოტა გამიკვირდა შენი ეს პოსტი, როცა გამოხვალ, კამათი მერე ახლა გისურვებ განთავისუფლებას და იმ ადამიანებს ვადანაშაულებ შენს შეცდომაში შეყვანაში, ვინც წესით, უნდა გეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი გადაცემა და რეპორტაჟი გავაკეთეთ ჩვენს არხზე შენზე, მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ , დაწერა სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიამ ირაკლი ოქრუაშვილის მისამართით.

წყარო: marshalpress.ge
Loading...

მსგავსი სიახლეები