მენიუ დახურვა

რატომ იგინებოდა პირდაპირ ეთერში – ნიკა გვარამიამ მიზეზი განმარტა

 „მე მიყვარს შოკირება საზოგადოების. მე არ მომწონს, რომ ამ სიტყვებს ადევს ტაბუ” -„მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნანუკა ჟორჟოლიანის ახალ გადაცემაში „სხვა ნანუკა” განაცხადა, რომ მას თანამშრომლებმა პირდაპირ ეთერში გინება აუკრძალეს. თუმცა, იქვე განმარტა, რატომ იგინებოდა ის მანამდე.

„ეს იყო ჩემი მიზანმიმართული მოქმედება. როცა ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში ვაგინებდი, ამით მისი დემითოლოგიზება მოვახდინე, დავამსხვრიე მითი მისი ხელშეუხებლობის შესახებ. ერთადერთი წამოცდენა მქონდა იური მეჩითოვთან დაკავშირებით…” – განმარტა გვარამიამ.

Loading...

მსგავსი სიახლეები