ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა ცუნამი გამოიწვიოს

 ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა ქალაქ ლაუვუიდან 108 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

შესაძლო​ მხსვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ინდონეზია დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე სეისმოაქტიურ რეგიონში მდებარეობს. ყოველწლიურად სეისმოლოგები ინდონეზიის სანაპიროსთან 4,0 მაგნიტუდაზე ძლიერ 6-7 ათას მიწისძვრას აფიქსირებენ.

Loading...