მენიუ დახურვა

ჩეჩნეთში ჯადოქარი დაიჭირეს – მოსახლეობა კადიროვს მადლობას უხდის

 ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა.

„მადლობას ვუხდით რამზან კადიროვს იმისთვის, რომ ის იცავს საკუთარ ხალხს ყველა ღია თუ ფარული მტრისგან“, – წერენ Facebook-მომხმარებლები.

თუმცა ზოგიერთებმა დაკავებას სისულელე უწოდეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედებები შუასაუკუნოვან ინკვიზიციას ახასიათებდა.

ჯადოქრის დაკავებას ტელეკომპანია Грозный-მ სიუჟეტი მიუძღვნა. იბრაჰიმოვამ საკუთარი ბრალი აღიარა და პატიება ითხოვა. სიუჟეტის თანახმად, სეკინატ იბრაჰიმოვა მაგიით 2013 წლიდან იყო დაკავებული. მისი სახლიდან პოლიციამ საკეტები, გასაღებები, ფურცელზე დაწერილი გაურკვეველი ტექსტები, სასაფლაოს მიწა და სხვადასხვა ადამიანების ფოტოები ამოიღო.

Loading...

მსგავსი სიახლეები