მენიუ დახურვა

2019 წლის საუკეთესო „ბოევიკები“

ეს ფილმები ამ ჟანრის მოყვარულებისთვის საუკეთესო არჩევანია.

1. „ანა“

ANNA

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: თრილერი

რეჟისორი: ლიუკ ბესონი

მსახიობები: საშა ლუსი, ჰელენ მირენი, ლიუკ ევანსი

რუსი ლამაზმანი მძიმე წარსულით „კაგებეს“ კილერად მუშაობს, მოდელის საფარქვეშ. ევროპაში დავალების შესრულებისას ის უკავშირდება „ეფბიაის“ და ორმაგი აგენტი ხდება.

2. „ჯონ იუკი 3“

JOHN WICK: CHAPTER 3 – PARABELLUM

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: თრილერი

რეჟისორი: ჩად სტაჰელსკი

მსახიობები: კიანუ რივზი, ჰოლი ბერი, ლორენს ფიშბორნი

მსოფლიოში საუკეთესო კილერს ჯონ იუკს თავისავე კოლეგები სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანენ, დამნაშავეთა გილდიის დაუწერელი კანონების დარღვევისთვის. მაგრამ ასეულობით დაქირავებული მკვლელისთვისაც რთულია მკვლელობის ხელოვნების ამ გამორჩეული გენიის წინააღმდეგ ბრძოლა.

3. „ალიტა: მეომარი ანგელოზი“

ALITA: BATTLE ANGEL

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ფანტასტიკა

რეჟისორი: რობერტ როდრიგესი

მსახიობები: როზა სალაზარი. კრისტოფ ვალცი, კიან ჯონსონი

შორეულ წარსულში მეცნიერი იდო სიცოცხლეს უბრუნებს კიბორგ გოგონას ანიტას, რომელსაც ნაგავსაყრელზე იპოვის. აღმოაჩენს რა მეომრის უნარ-ჩვევებს საკუთარ თავში, ანიტა ცდილობს, სიმართლე გაიგოს თავისი წარსულის შესახებ.

4. „თეთრი სიკვდილი“

COLD PURSUIT

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: ჰანს პეტერ მოლანდი

მსახიობები: ლიან ნისონი, ლორა დერნი, ემი როსამი

შუახნის მამაკაცი შვილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ სასტიკ შურისმაძიებლად გადაიქცევა. მისი შვილის სიკვდილში ნაკომაფიაა დამნაშავე. მამაკაცს ცივსისხლიანი მართლმსაჯულების აღსრულება სურს.

5. „შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“

AVENGERS: ENDGAME

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ფანტასტიკა

რეჟისორი: ენტონი რუსო, ჯო რუსო

მსახიობები: რობერტ დაუნი-უმცროსი, კრის ევანსი, კრის ჰემსვორტი

შურისმაძიებელთა გუნდი უკანასკნელად უწევს წინააღმდეგობას სამყაროში უძლიერეს ბოროტებას ტონასს. გამარჯვებისთვის მათ ძალები უნდა გააერთიანონ და ყველა შენახული კოზირი უნდა გაათამაშონ.

Loading...

მსგავსი სიახლეები