მენიუ დახურვა

10 პროდუქტი, რომლებიც დაძინებაში დაგეხმარებათ

ტოროლა ხართ თუ ღამურა, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას ერთნაირად გვინდა, რომ როგორც კი საყვარელ ბალიშზე თავს დავდებთ, მაშინვე ჩაგვეძინოს.

არაფერი ისე არ აღიზიანებს და სტანჯავს ადამიანს, როგორც უძილობა. ჯანმრთელობისთვის კი მშვიდი ძილი აუცილებელია.

ალუბალი

ალუბალი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროდუქტს შორის, რომლებიც მელატონინს შეიცავს. გამოკვლევების თანახმად, ძილის წინ ალუბლის წვენის მირთმევა საგრძნობლად აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას.

რძე

ბავშვობაში მშობლები ხშირად გვასმევდნენ ძილის წინ თბილ რძეს, როცა დაძინება გვიჭირდა. საქმე ისაა, რომ რძე ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიდანაც მელატონინი გამომუშავდება (სიმშვიდის ჰორმონი).

მარცვლეულის ფაფა

ნახშირწყლები კარგია ძილის მოსაგვრელად, მაგრამ არ ღირს ძილის წინ ორცხობილების ჭამა. უმჯობესია, ფაფა მიირთვათ. შეგიძლიათ რძეც დაამატოთ და უფრო კარგად დაგეძინებათ.

ჟასმინის ბრინჯი

შეიცავს ტრიფტოფანს, რომელიც ხელს უწყობს მელატონინისა და სერატონინის გამომუშავებას. ასეთი ბრინჯის მიღება დაძინებამდე 4 საათით ადრე აჩქარებს სისხლიდან გლუკოზის გამოყოფას, რაც ანახევრებს იმ დროს, რომელიც დაძინებისთვისაა საჭირო.

ბანანი

ბანანი გვეხმარება დაძინებაში, რადგან შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს  – მაგნიუმსა და კალიუმს, რომლებიც ადუნებს კუნთოვან ქსოვილს. ასევე, შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ხელს უწყობს დაძინებას. და საერთოდაც, ბანანი კარგია ჯანმრთელობისთვის: მაგნიუმი უცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის და კოგნიტიური ფუნქციისთვის.

ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილი ძილის მოყვარულთა საოცნებო პროდუქტია. ის შეიცავს არა მარტო რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც აუცილებელია დაძინებისთვის, არამედ კუნთოვანი ქსოვილის მოსადუნებელ კალიუმსაც. კალიუმის კარგი წყაროა ჩვეულებრივი კარტოფილიც, ოღონდ კანიანად გამომცხვარი.

ინდაური

ისევე როგორც რძე, ინდაურის ხორციც შეიცავს ტრიფტოფანს. უბრალოდ, საეჭვოა, უძილობის რთული ფორმების დროს რძე და ინდაურის ხორცი დაგეხმაროთ.

ვალერიანის ფესვების ჩაი

კვლევებით დადასტურებულია, რომ ვალერიანის ფესვების ჩაი აჩქარებს დაძინების პროცესს და ახანგრძლივებს ძილს. გარდა ამისა, ვალერიანი არ შეიცავს კოფეინს, როგორც ჩვეულებრივი ჩაი, ადუნებს ორგანიზმს და იწვევს თვლემას.

ბერძნული კაკალი

ბერძნული კაკალი და კეშიუ დიდი რაოდენობით შეიცავს ტრიფტოფანსა და მელატონინს. მიირთვით საღამოს ერთი მუჭა ნიგოზი ან ჩაამატეთ ის ბოსტნეულის სალათში.

ისპანახი

ისპანახი მდიდარია ტრიფტოფანითა და B6 ვიტამინით. არ დაგავიწყდეთ და ბოსტნეულის სალათში ნიგოზთან ერთად ეს საოცარი ბალახიც ჩაამატეთ.

Loading...

მსგავსი სიახლეები