მენიუ დახურვა

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არახელსაყრელი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის. ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ, რომ არ დაზარალდეთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოება უფროსთან ან კოლეგებთან. საღამო თქვენგან მეტ ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გამორიცხული არ არის უმიზეზო კამათი. ეცადეთ, გულუხვობა გამოიჩინოთ და თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.

კურო

დაძაბული დღეა. ამ დღეს თქვენი დამხმარე მხოლოდ ემოციური მოქნილობა და ტაქტი იქნება. შესაშურად შრომისმოყვარე ხართ – უმოკლეს დროში მოასწრებთ უამრავი საქმის გაკეთებას. ეცადეთ, კარგად მოემზადოთ საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის. თქვენი ენერგიულობა საქმის წარმატებას განაპირობებს.

ტყუპები

ტყუპ ქალებს ხელსაყრელი დღე ელით. თქვენი მომხიბვლელობა იზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ რამდენიმე საქმიანი კონტაქტი დაამყაროთ. გამორიცხული არ არის, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. მამაკაცებს პირად ცხოვრებაში პრობლემები ელით და შესაძლოა, ახლობელი ადამიანების რჩევა და დახმარება დასჭირდეთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

ყველაფრის მიუხედავად, ამ დღეს ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. მოსალოდნელია საქმის წარმატებული ფინალი და ახალი საქმიანი წინადადება. თუ გსურთ, რომ წარმატება შეინარჩუნოთ, კარგად განსაზღვრეთ საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი.

ლომი

ლომ ქალებს საინტერესო შეხვედრები და რომანტიკული თავგადასავლები ელით. სასარგებლოა კოლექტიური საქმიანობა ან დასვენება თანამოაზრეებთან ერთად. მამაკაცებს ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი ელით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისი მონახოთ.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. დილას ნებისმიერ ურთიერთობაში წარმატება გელით. მოსალოდნელია ძველი საქმის წარმატებით დასრულება და ახალი საქმიანი წინადადება. თქვენი მომხიბვლელობა გარშემომყოფებს დაატყვევებს. კარგი იქნება, თუ პრიორიტეტებს განსაზღვრავთ და წვრილმანებზე არ გაცდებით. არახელსაყრელი დღეა შოპინგისთვის. ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე კამათი, თანაც სრულიად უმიზეზოდ.

სასწორი

ამ დღეს თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშლება. მოსალოდნელია სამუშაო ადგილის შეცვლა. უარს ნუ იტყვით მეგობრებისა და გავლენიანი მფარველების დახმარებაზე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი საქმის შესწავლისთვის. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, წარმატება და აღიარება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. ერთობლივი პროექტები დიდ შემოსავალს მოგიტანთ. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ დასრულდება, თუმცა აზარტული თამაშებისა და სარისკო ოპერაციებისგან თავის შეკავება სჯობს – მოსალოდნელია ფინანსური ზარალი.

თხის რქა

თუ გსურთ, წარმატებას მიაღწიოთ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი უნდა განსაზღვროთ და წვრილმანებზე არ მოცდეთ. გამორიცხული არაა, რომ მოულოდნელი, ექსტრავაგანტური საქციელი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის ძვირფასეულობის გარდა.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. უარს ნუ იტყვით მეგობრების და გავლენიანი ადამიანების დახმარებაზე. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით, უსიამოვნო ამბის გაგება. რომელიღაც მათგანის ავადმყოფობა დიდხანს გაგრძელდება.

თევზები

ეს დღე ეჭვებსა და იმედგაცრუებას მოგიტანთ. თუ საკუთარი პოზიციის სისწორე გაეჭვებთ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. თქვენი წინათგრძნობა შეიძლება ზუსტი აღმოჩნდეს.

Loading...

მსგავსი სიახლეები