მენიუ დახურვა

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მძიმე დღე გელით. ეცადეთ, განმარტოვდეთ, რომ პირადი ცხოვრების პრობლემებზე ფიქრი შეძლოთ, რომელთა მოგვარებისთვის მოთმინება და გონიერება დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დეპრესია. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

კურო

თუ საკუთარი პოზიციების დაცვასა და ინიციატივის გამოჩენას ვერ შეძლებთ, ეს დღე შესაძლოა, ძალიან რთული აღმოჩნდეს. კარგი დროა ბიზნესისა და შეთანხმებების გაფორმებისთვის. დიდხანს ნუ იფიქრებთ და მოგებიან წინადადებას ნებისმიერ პირობებზე დასთანხმდით.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ძველი გეგმებისა და საინტერესო იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის ჩარევამ შეიძლება მიზნისკენ სვლა შეაფერხოს. მივლინება, მგზავრობა და მოგზაურობა სიხარულს მოგანიჭებთ. მეგობრებთან დროს სასიამოვნოდ გაატარებთ და ეს დღე დიდხანს გემახსოვრებათ.

კირჩხიბი

ამ დღეს უამრავი საინტერესო პროექტის განხორციელებას შეძლებთ. დიდხანს ნუ იფიქრებთ და საინტერესო ბიზნესწინადადებას ნებისმიერი პირობებით დასთანხმდით. ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს დაგეხმარნენ – ძალების დაბრუნების დროა.

ლომი

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ძალით და ენერგიით აგავსებთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება და ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი გამარჯვებული გამოხვალთ. განსაკუთრებით წარმატებული დღის მეორე ნახევარი იქნება. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

ქალწული

ამ დღეს პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. შესაძლოა, გასავალმა შემოსავალს გადააჭარბოს და ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. პლანეტები გირჩევენ, რომ სპორტით დაკავდეთ – ეს თქვენს განწყობაზე და გარეგნობაზე სასიკეთოდ აისახება.

სასწორი

დაძაბული დღეა. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მოულოდნელმა ცნობამ ან ახლობელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტამ შეიძლება თქვენი გეგმები მთლიანად შეცვალოს. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს მხოლოდ რეალობის ობიექტური შეფასებით შეცვლით. ეცადეთ, ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

მორიელი

ამ დღეს ძლიერდება ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი. სულიერი სიმშვიდისთვის განმარტოება გჭირდებათ. ეცადეთ, საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ხელსაყრელია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტი. ლომთან ან ვერძთან საინტერესო ნაცნობობა ან რომანტიკული პაემანი გელით. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები ნებისმიერ ფასად დაიცვათ. გამოიჩინეთ პრინციპულობა და ინიციატივა. გახსოვდეთ, თუ თანამოსაუბრეს გულახდილობის სურვილი გაუჩნდა, წარმატება გარანტირებული გაქვთ.

თხის რქა

მძიმე დღე გელით. მოსალოდნელია დეპრესია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. კარგი იქნება, თუ განმარტოვდებით და საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვევით. გირჩევთ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ და ცდუნებებს გაუძლოთ.

მერწყული

მოულოდნელი შეტყობინება ან პრობლემა გელით, რომელიც შეუსრულებელ ვალდებულებას უკავშირდება. მზად იყავით იმისთვის, რომ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც გეგმავდით. ამ დღის ნეგატიურ ტენდენციებს გაუმკლავდებით, თუ მოვლენების სუბიექტური შეფასებით საქმის რეალურ ვითარებას არ დაამახინჯებთ.

თევზები

ამ დღეს მეგობრებსა და ნათესავებს თქვენი დახმარება დაგჭირდებათ. გირჩევთ, ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. ეცადეთ, სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ. 

Loading...

მსგავსი სიახლეები