მენიუ დახურვა

ავარია: ცოტა ხნის წინ ტრაილერი გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა

მარტყოფი, მანავის გზატკეცილზე, ე.წ. შემოვლით გზაზე ავარია მოხდა.

ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სატვირთო ავტომობილი ამწეთი ამოიტანეს.

Loading...

მსგავსი სიახლეები