მენიუ დახურვა

სკანდალური დოკუმენტი ხორავას ქუჩის საქმეზე

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესწავლაში ჩართული ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ სოციალურ ქსელში მოზარდების მიმოწერა აღდგა.

შესაძლოა, დადუნაშვილისა და სარალიძის მკვლელობის საქმეში სხვა პირებიც გამოვლინდნენ.

FBI-მ ​სოციალურ ქსელში ახალგაზრდების ჯგუფი აღადგინა, სადაც 33 არასრულწლოვანი წევრია. მიმოწერა მომხდარიდან 15 წუთის შემდეგ იწყება.

ირკვევა, რა სთხოვა მიხეილ კალანდიამ თავის დეიდაშვილს და რა მიზნით მივიდნენ ისინი 51-ე სკოლასთან. ამ დოკუმენტზე კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა საუბრობს.

“მიმოწერის ანალიზიდან ირკვევა, რომ კალანდია ადგილზე დაპირისპირებული მხარეების შერიგების მიზნით მიდიოდა. სხვა დანარჩენი მომხდარზე საუბარს ეხება, სადაც მოზარდები ერთმანეთს საქართველოს კანონმდებლობიდან შესაბამისი მუხლების შინაარსზე ესაუბრებოდნენ. ამ დოკუმენტში იარაღზე საუბარი არაა.” – განმარტავს ადვოკატი.

ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე მიიჩნევს, რომ მიმოწერა საინტერესო დეტალებს შეიცავს

“ამდენი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, რა ურთიერთობა ჰქონდათ მოზარდებს. მით უფრო რომ ტელეფონები ამოღებული არაა და პროკურატურის მხრიდან შესწავლილი არაა. გამოსაკვლევია მიმოწერის სრული სახე რამდენად სრულყოფილია და რამდენად შენარჩუნებულია – განმარტავს ნესტან ლონდარიძე.

ზაზა სარალიძე დოკუმენტებს ხვალ, პროკურატურაში გაეცნობა.

Loading...

მსგავსი სიახლეები