მენიუ დახურვა

ინაშვილის პასუხი ფრანგ ჟურნალისტს: როცა წერ, რომ პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა, სარკეში უნდა ჩაიხედო”

პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი ფრანგულ გამოცემა le figaro premium-ის სტატიას გამოეხმაურა, სადაც ის ჟურნალისტმა მას ბაბაიაგა უწოდა.

“გავეცანი ჩემს შესახებ le figaro premium-ის სტატიას. შთაბეჭდილება იმდენად მძიმეა და იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ საჭირო ვთვლი, როგორც ამ პოსტის გამოქვეყნებას, ისე გამოცემის რედაქციისთვის სპეციალური წერილის მიწერას. ეს სტატია სრულიად ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტს.

ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატის სახით, ჩემზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა. პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კამპანიას აფინანსებს როგორც სამყაროზე გაბოროტებული სააკაშვილი, ისე ვითომ მასთან დაპირისპირებული, პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული ბოკერია.

p.s. ისე, როცა ჟურნალისტი ხარ (ფრანგი ხარ თუ იაპონელი, სულერთია) დაგიკვეთეს სტატია, გადაგიხადეს ფული და წერ, რომ ესა და ეს პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა, სარკეში ყოველი შემთხვევისთვის მაინც უნდა ჩაიხედო – წერს ირმა ინაშვილი

Loading...

მსგავსი სიახლეები