მენიუ დახურვა

მთავარი შემწყალებელი შეუწყნარებლობაზე ლაპარაკობს – ზურაბიშვილი ილია ჯიშკარიანის სკანდალზე

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის საკრებულოს წევრის მხრიდან მის თანაშემწეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი პოსტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიის ჰეშთეგით (#MeToo) აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული კამპანია საქართველოშიც არის.

#მითუ ასევე არის საქართველოში; თბილისის საკრებულოს დეპუტატი ექვემდებარება გამოძიებას მისი თანაშემწის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობისთვის. არ უნდა იყოს შეწყნარებული, წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერში.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი ძალადობა, 138-ე მუხლი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე ნივთის დაზიანება ან განადგურება.

Loading...

მსგავსი სიახლეები