მენიუ დახურვა

კაზინოში რომ ეთამაშა, კაცმა საკუთარი ოჯახი გაძარცვა – შემთხვევა ყვარელში

რამდენიმე დღის წინ, ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი ოჯახი გაძარცვა. როგორც ამ ოჯახის წევრმა მოძრაობის დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ ხელმძღვანელს განუცხადა, ამის მიზეზი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გახდა.

შუა ხნის კაცია, შვილების მამა და ოჯახი წელს უსახსროდ დატოვა. მან ის ფული მოიპარა, რომლითაც თავი მისსავე ოჯახს მთელი წლის განმავლობაში უნდა ერჩინა. ოჯახმა ციხისთვის მაინც ვერ გაიმეტა და შსს-ს არ მიმართა. ამ სენის გამო, მისი მცირეწლოვანი ბავშვები როგორ იარსებებენ არ ვიცი, რომ აღარაფერი ვთქვა, მეუღლესა და მოხუც მშობლებზე. მამაკაცმა ფული ონლაინ კაზინოს მეშვეობით წააგო. უკვე ყველგან ხელმისაწვდომია კაზინო, სადაც ინტერნეტის წყაროა. მდგომარეობა საგანგაშოა და ეს პრობლემა დაუყონებლივ გადაჭრას ითხოვს. – ამბობს “პრაიმტაიმთან” თამარ ჯაფარიძე.

მისი ინფორმაციით, უკვე ნახევარ მილიონს აჭარბებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი.

არაოფიციალური სტატისტიკით, ნახევარ მილიონზე მეტი, დაახლოებით 600 000 ადამიანია ჩართული აზარტულ თამაშებში. მათი 56% ახალგაზრდაა. მიკავშირდებიან დედები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ისინი უმძიმეს ისტორიებს მიყვებიან – განმარტავს თამარ ჯაფარიძე.

Loading...

მსგავსი სიახლეები