მენიუ დახურვა

ომის გმირები: თამაზ მელიქიძე

თამაზ მელიქიძე
9 აგვისტოს, როცა რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე, თამაზიც იქ იყო პირველ იერიშს გადაურჩა, დაჭრილი მეგობრები გამოჰყავდა სამშვიდობოს, როცა მეორე კასეტური ბომბი ჩამოვარდა. თამაზ მელიქიძე ადგილზე გარდაიცვალა. თეა ჯაფარიძე, თამაზის მეუღლე: `გამთენიისას გავიდა სახლიდან, მითხრა, ორ დღეში აქ ვიქნებიო ორ დღეში მიცვალებული ამოიყვანეს მანქანით იყო ამოსული და, როცა გამოიძახეს, მანქანა სახლში დატოვა თავისი სპორტული ჩანთა მოიკიდა და წავიდა. როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა. ხომ ვუყურებდი ტელევიზორს და ვიცოდი რაც ხდებოდა, მაგრამ ერთი წამით არ გამივლია თავში თამაზის სიკვდილი როგორც გადმოცემით ვიცი, როცა ნაწილში ჩასულა, თავისი თანამებრძოლები, უკვე ბრძოლის ველზე გადიოდნენ. თამაზისთვის უთქვამთ, შენ აქ დარჩი, აქაც ხომ უნდა იყოს ვინმეო დარჩენილა, კაზარმაში 9 აგვისტოს, როცა რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე, თამაზიც იქ იყო 11-ის 15 წუთი იყო ყაზარმის წინ მდგარა. ერთ-ერთმა ბიჭმა მითხრა, რომელიც იმ დაბომბვის დროს გადარჩა, პირველად რომ ჩამოაგდეს ჭურვი, თამაზი ცოცხალი იყო და ყაზარმაში შებრუნებულა, ბიჭების გამოსაყვანადო. მეორე კასეტური ბომბი ამ დროს ჩამოაგდეს ბოლოს წინა ღამით ველაპარაკე. ჩემთვის არ უთქვამს გორში რომ იყო. მარტო იმას მეუბნებოდა, შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო ისე დაიღუპა, რომ არ ვიცოდი სად იყო დილით უკვე ვეღარ ვუკავშირდებოდი. თამაზის ძმა, ჯავშან სატანკო ტაბალიონთან ძალიან ახლოს ცხოვრობს, დილით, დაბომბვა რომ მოხდა, ჩემი მაზლი მაშინვე იქ გაქცეულა. რომ მისულა, ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული ძმამ თამაზი ამოიცნო. 9 აგვისტოს სასწრაფო რომ გაჩერდა ჩვენს სახლთან და სასახლე გადმოიტანეს, უკვე აღარაფერი მახსოვს 16 აგვისტოს დავკრძალეთ 32 წლის დაიღუპა სოფელში მისი სახელობის სკოლა შენდება. საშინელებაა მის გარეშე ცხოვრება~ თამაზ მელიქიძე ოჯახში მეექვსე შვილი იყო 1976 წლის 3 ივლისს, ახალქალაქის რაიონში, სოფელ კოთელიაში დაიბადა. 1983 წელს კოთელიას საშუალო სკოლაში შევიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ გორის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, იურიდიულ ფაკულტეტზე. თეა ჯაფარიძე, თამაზის მეუღლე: `ამ დროს გაიწვიეს სავალდებულოში. ჯარს გორის სამხედრო ნაწილში იხდიდა. სავალდებულო, რომ დაამთავრა, ამ პერიოდში დავქორწინდით. ერთმანეთი, მისი ძმის ოჯახში გავიცანით. ძმა გორში ჩემი მეზობელი იყო. ჯარიდან ხშირად ამოდიოდა ძმასთან. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები. ძალიან თბილი ადამიანი იყო. უყვარდა სიურპრიზების მოწყობა. დღესაც მაქვს შენახული შეყვარებულობის პერიოდში გაკეთებული საჩუქრები. სამკაულების და ყვავილების ჩუქება უყვარდა. ჩემზე ხუთი წლით უფროსი იყო. მე 16-ის ვიყავი, თამაზი 21 წლის. 1997 წელს დავქორწინდით. ყველაფერი ოფიციალურად მოხდა, მოვიდნენ ოჯახში და დამნიშნეს. როდესაც დავოჯახდით, სოფელში წავედით. წლისთავზე ბიჭი შეგვეძინა. ძალიან ბედნიერი იყო, მამა რომ გახდა. სამწუხაროდ ოთხი წლის იყო ბავშვი, რომ დაგვეღუპა. ძალიან განიცდიდა. შემდეგ ორი გოგო შეგვეძინა, მარიამი და სალომე. თამაზის და ჩემი მხრიდანაც ყველა სამხედრო პირია. მისი ორი ძმა სამხედროა, ასევე, მისი ძმიშვილები და დისშვილებიც. უნდოდა სამხედრო კარიერის აწყობა, ამის გამო შევიდა კონტრაქტზე, მაგრამ არ დასცალდა 2007 წლის პირველ სექტემბერს შევიდა კონტრაქტზე, გორის ჯავშან სატანკო ბატალიონში იყო. წოდებით უფროსი სერჟანტი. გორის ჯავშან სატანკო ბაზაზე დაცვის ასეულში, მსროლელი იყო. ერთი წელიც არ იყო გასული, ეს უბედურება რომ მოხდა. როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. მეც სამხედრო ოჯახში ვარ გაზრდილი, ჩემი ძმა და მამაჩემიც სამხედრო პირები არიან. მისი გადაწყვეტილება ძალიან ჩვეულებრივ მივიღე. თან ჯიუტი იყო და რასაც იტყოდა ვერ გადაათქმევინებდი~. ვერც სამშობლოს სიყვარული გადაათქმევინეს, დადებულ ფიცს არ უღალატა და საქართველოს ისტორიაში გმირის სახელით შევიდა.

წყარო

Loading...

მსგავსი სიახლეები